ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, Wizz Air-ი ოპერირებას თბილისიდან განაგრძობს
11 ოქტომბერი, 2022

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელიც 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ავიაკომპანია Wizz Air ცვლის ფრენების განრიგს და ქუთაისის ნაცვლად, ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს.

Wizz Air-მა აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდა იმ მომხმარებლებს, რომლებსაც განრიგის ცვლილება შეეხოთ და ავტომატურად გადაჯავშნა ფრენები ქუთაისიდან თბილისში.

დამატებით, Wizz Air-მა, მგზავრებს აცნობა, რომ თუ რაიმე მიზეზით ვერ ახერხებენ შემოთავაზებული ახალი რეისით ფრენას, შეუძლიათ შეცვალონ ჯავშანი ალტერნატიული ფრენით, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ან დაიბრუნონ გადახდილი თანხის 100% საბანკო ანგარიშზე ან მიიღონ 120% WIZZ კრედიტის სახით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ მარშრუტზე შემცირდა ფრენების სიხშირე, გადამისამართების შედეგად არცერთი მარშრუტი არ გაუქმებულა/დამატებულა.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 160 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული პროფესიონალი კადრები მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობენ, რის გამოც, 2022 წლის 31 მარტის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან Wizz Air-ით მგზავრობა 27-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.