მოინიშნეთ კალენდარზე 15 ივლისი - „მთაწმინდის პარკი“ ნაყინის ფეტივალზე გეპატიჟებათ
მთაწმინდის პარკში იციან ახლა ყველაზე მეტად რა გაგახარებთ. ეს სიგრილის, სიტკბოს, სიხარულის, ბედნიერების ანუ ნაყინის ფესტივალია.
დღესასწაული უკვე დაგეგმილია, ფესტივალისთვის ადგილები უკვე დაჯავშნეს ნაყინის კომპანიებმაც. თქვენც მოემზადეთ, მოინიშნეთ კალენდარზე 15 ივლისი, ეს ის დღეა „მთაწმინდის პარკს“ აუცილებლად რომ უნდა ესტუმროთ. პარკი ფესტივალზე ყველას ელის ასაკის განურჩევლად ჩვეული გრანდიოზულობით და ნაყინის კომპანიების სხვადასხვა შეთავაზებებით.
„მთაწმინდის პარკი“ ტრადიციულად მთავარ მოედანზე გელით, კომპანიების ჩამონათვალში ნაყინის ცნობილ ბრენდებს შეხვდებით „ალგიდასა“ თუ „რუდს“, „მადოს“ თუ „ლიდერს“, „გურჯაანის ნაყინს“ თუ „ლოლის“... ჩამონათვალი უსასრულოა, უსასრულოა კომპანიების შემოთავაზებებიც. ნაყინების ასეთ არჩევანს სხვაგან ხომ ვერსად შეხვდებით. თქვენ მაინც რომელი გირჩევნიათ ნაყინი ხილით თუ ნაყინი ვაფლში? ან იქნებ მუყაოს ჭიქაში, ნაყინი კარამელით თუ ნაყინი შოკოლადით? ან იქნებ სათაითაოდ გასინჯავთ ყველას. ეს ხომ ფესტივალია, ამ დღეს ყველაფერი ნებადართულია.
დამთავრდება ნაყინის ფესტივალი და ახალი დღესასწაულიც უკვე დაგეგმილია. 22 ივლისის მოინიშნეთ, ეს უკვე ყველის ფესტივალია. არც ამ დღეს უნდა გამოაკლდეთ - ეს ხომ პაემანის დღეა ყველთან. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ყველის იშვიათი და უნიკალური სახეობები. ყოველწლიური ფესტივალი, რომლის მთავარი ორგანიზატორიც ანა მიქაძეა, ბევრ სიურპრიზს გპირდებათ. ამის გარეშე „მთაწმინდის პარკი“ ხომ წარმოუდგენელია.
ფესტივალების გარდა „მთაწმინდის პარკი“ მზად არის ყოველდღე, გვიან ღამემდე გიმაპინძლოთ.
მით უმეტეს რომ თბილისის ცხელი ხვატი უკვე თავს გაბეზრებთ, გრილ ადგილს ეძებთ, გაშლილი, ვრცელი არეალით, დასვენებისა და გართობის მრავალფეროვანი შეთავაზებებით. ეტყობა კარგად არ დაფიქრებულხართ, თორემ „მთაწმინდის პარკზე“ უკეთეს ადგილს დედაქალაქში აბა რას შემოგთავაზებთ.
პარკი ზღვის დონიდან 770 მეტრზეა და სიგრილეც აქ უფრო საგრძნობია, პარკის კუთვნილებაში არსებულ 100 ჰექტარზე ჩრდილის მოძებნა და თავის შეფარება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. თუ ეს არ კმარა, წყლის ატრაქციონებზე გაგრილებაც სასიამოვნოა, იქნებ „ამერიკული გორაკები“ გირჩევნიათ? ან იქნებ ცივი ყავა ან წვენი გნებავთ? შორს წასვლა სულაც არ გჭირდებათ, აქ კაფეებისა და ატრაქციონების დიდი არჩევანია.
www.travelingeorgia.ge