ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება
09 თებერვალი, 2018

მთავრობა მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის რებილიტაციას გეგმავს. იგეგმება არსებული პარკინგის რეაბილიტაცია და დამატებითი ახალი ავტოსადგომის ზონის მოწყობა. გახლდება საკომუნიკაციო სისტემა (ელექტრო მომარაგება, წყალ-კანალიზაცია) და ვიზიტორთა ცენტრის შენობაა.

არსებული პარკი 12 ავტომობილზეა გათვლილი, პარკინგის ტერიტორიის მიმდებარედ მოეწყობა ბორდიური და ბეტონის სადრენაჟე არხი. რაც შეეხება ახალ პარკინგს, გათვალისწინებულია 14 ადგილი მსუბუქი ავტომობილისათვის, 8 მიკროავტობუსებისათვის და 5 ავტობუსებისათვის. ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი და სადრენაჟ სისტემა.

ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორაციული განათებები სანათების ტიპებად კი გამოიყენება ენერგო დამზოგავი დიოდური ლედ სანათები.

პროექტი ითვალისწინებს მოწამეთას სამონასტრო კომპლექსთან არსებული ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაციას და შშმ პირთათვის ადაპტაციას. მოეწყობა დარბაზში მოწამეთას ისტორიის ექსპოზიციისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გიდის და ადმინისტრაციის ოთახებს. შენობაში შესასვლელად მოეწყობა პანდუსები და ელ. ბაქანი შშმ პირთათვის.

პროექტის ასევე ითვალისიწნებს გალავნის კედლების გამაგრებით საკონსერვაციო სამუშაოებს, მოსასვენებელი ზონის მიმდებარე საყრდენი კედლების ფრაგმენტები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და არსებობს მათი მოწყვეტის საფრთხე. შესაბამისად, გათვალისიწნებულია არსებული საყრდენი კედლებისა და დანაპრალებული კლდის იმ ნაწილის გამაგრება.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე დიზაინის მცირე არქიტექტურული ელემენტები: სკამები, ურნები, საინფორმაციო დაფები და მანიშნებლები, შემზღუდავი ბარიერები, გარე ვაჭრობის დახლები.

პარკინგიდან მიმავალ ვიზიტორებს, ასევე - ავტომობილით მისულ სტუმრებს უწევთ რკინიგზის გადასასვლელის გადაკვეთა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, მოუწესრიგებელია და ქმნის დისკომფორტს. პროექტის კონცეფციით განსაზღვრულია ამ კვანძის მოწესრიგება, გადასასვლელზე სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი პანელების საფარის მოწყობა მზა ფილებით. აგრეთვე განთავსდება გამაფრთხილებელი ნიშნები და ბარიერები.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში განახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.