საქართველოს დედაქალაქმა მსოფლიოს ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში მეხუთე ადგილი მოიპოვა.50 ქალაქის კვლევა საერთაშორისო კომპანიამ Bounce ჩაატარა.
კვლევისას გათვალისწინებული იყო სასტუმროში ცხოვრების, ტრანსპორტით გადაადგილების, ტაქსის მომსახურების, კვებისა და ერთი კათხა ლუდის ფასები.
რეიტინგის ლიდერია სტამბოლი, შემდეგ მოდიან პოლონური ვროცლავი, კრაკოვი და ვარშავა.
თბილისი მეხუთე ადგილზეა მსხვილ ქსელურ სასტუმროში დღე–ღამე ცხოვრების საშუალო ფასით, რომელიც $136–ს შეადგენს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა $0,32 ღირს, ტაქსი კილომეტრზე ასევე $0,32. ერთი კათხა ლუდი საშუალოდ $1,29, ხოლო მსუბუქი სადილი საშუალოდ $8,08 ჯდება.
შედარებისთვის, თუ როგორ აღმოჩნდა სტამბოლი თბილისზე იაფი ქალაქი:
სასტუმრო – $117
საქალაქო ტრანსპორტი – $0,43
ტაქსით მგზავრობა ერთ კილომეტრზე $0,3
ლუდი – $2,38
სადილის საშუალო ფასი – $4,09.
bizzone.info