ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთავრობა: გარემოსდაცვითი პროგრამების ბიუჯეტი ყოველ წელს გაიზრდება
06 დეკემბერი, 2017

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროს პრიორიტეტებზე კითხვები დაისვა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულების მხარდაჭერა კანონის დონეზე მოხდეს.

"კითხვები არსებობდა, რჩება თუ არა პრიორიტეტულ დარგად გარემოს დაცვა. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდა შეჯერება პოზიციების, რის მიხედვითაც "გარემოს დაცვის შესახებ" კანონის მე-12 მუხლში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე წინა წელს იყო და გარდა ამისა, გარემოს დაცვითი ღონისძიებების დაფინანსების თვალსაზრისით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი პროგრამა წინა წლის ბიუჯეტის ასიგნებების 5%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აფიქსირებს პოზიციას, რომ გარემოს დაცვა მისთვის პრიორიტეტულად რჩება", - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებული უწყების სათაურშიც ცვლილებაა.

"სათაურთან დაკაშირებით იყო შენიშვნები და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო" იყოს სათაური და სოფლის განვითარება ამოვიდეს სათაურიდან", - განმარტა მან.

მთავრობის სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტების პაკეტის განხილვა დღეს საპარლამენტო კომიტეტებში დასრულდა. ხვალ ცვლილებებს დეპუტატები რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.