10 თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა. ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე გადაცემაში ’’ანალიტიკა“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.
-ბატონო გიორგი, რომელ ქვეყნებზე მოდის ზრდა და ტრადიციული ბაზრების გარდა ახალი ქვეყნდებიან თუ იკვეთება საქართველოს მიმართ ინტერესი?
-მთავარი ციფრი, რომელიც ჩვენ დღეს გავაჟღერეთ არის მილიონ 430 ათასი საერთაშორისო ვიზიტი, რომელიც 10 თვის განმავლობაში განხორციელდა. ამ მონაცემით ჩვენ დავეწიეთ და 70 ათასი ვიზიტით გავასწარით გასული წლის 12 თვის მონაცემებს. შესაბამისად, წელს ჩვენ ტურისტების რაოდენობის მხრივ ახალი რეკორდი და ახალი ნიშნულის გადალახვის წელიწადი გვექნება, როდესაც პირველად ეწვევა ჩვენ ქვეყანას 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი. აბსოლუტურ ციფრებში გაუმჯობესება დაახლოებით 1 მილიონი ახალი საერთაშორისო ვიზიტი იქნება. ეს დამატებითი შემოსავალი და დამატებით შექმნილი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენ ქვეყანაში. ასევე დამატებითი ინვესტიციები, რადგან ბიზნესისთვის მთავარი სწორედ ზრდის ტენდენციაა და ეს ციფრები კარგი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, როგოც ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, ასევე საერთაშორისო ინვესტიციების თავლსაზრისით. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ მთავრობას ტურიზმის განვითარების ძალიან სწორი და წარმატებული მოდელი გააჩნია და ეს მოდელი იმ ციფრებში აისახება, რომელსაც ჩვენ გაგანცობთ.
- კვლევა უნდა გამოქვეყნდეს, სადაც უფრო დეტალურად გამოჩნდება დამატებითი შემოსავლების დინამიკა და უფრო ჩაშლილად ვნახავთ იმ რიცხვები, რომელიც ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალებს უკავშირდება, როდიდან უნდა ველოდოთ აღნიშნულ კვლევას?
-იმ მონაცემებით, რომელსაც ჩვენ სტატისტიკის მიმართულებით გაცნობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეყრდნობით, თუმცა შემოსავლების ნაწილში ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ქვეყნდება. 2016 წელი პირველი წელიწადი იყო, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა საქართველოში 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ის ზრდა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და 2017 წლის შეჯამებით დასრულდება, რა თქმა უნდა, თავის გავლენას იქონიებს შემოსავლების ნაწილზე და ეს იქნება სავალუტო შემოსავლები და ახალი რეკორდი ამ კუთხით. როგორც კი გვექნება აღნიშნული კვლევა, ერთად გავაანალიზოთ იგი. იმ კამპანიებში, რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ზამთრის მარკეტინგულ კამპანიებს ვგულისხმობ, 19 ქვეყნიდან 8 ქვეყანა ევროკავშირის წევრია. კონკრეტულად ოქტომბერში მაგალითად, 102%-ით იყო გაზრდილი გაერთიანებული სამეფოდან, ისევე, როგორც ტურისტების ნაკადი იზრდება გერმანიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ეს ყველაფერი ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოში ტურისტული შემოსავლები უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და ეს კარგი მიმართულებით ხდება მაღალი გადახდის უნარიან ტურისტებს ვგულისხმობ და მომავალში უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული ერთი რეგიონიდან და კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან შემოსვლებზე და ამა თუ იმ ქვეყანაში განვითარებული რისკები უფრო დივერსიფიცირებული იქნება, რადგან თვითონ შემოივლები და ბაზრები უფრო აქტიურად ვითარდება.
-როგორც ვიცით, ეკონომიკის მინისტრის ახალი მრჩეველი პოლსენი რამდენიმე კვირის წინ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად იგეგმება ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შექმნა და ხომ არ იცით რას უკავშირდება იგი, რადგან ჩვენ 2025 წლამდე გვაქვს ასეთი სტრატეგია..
-საქართველოში არსებობს ტურიზმის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია 2015 წლიდან 2025 წლამდე, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად შეიქმნა. ალბათ ახალი სტრატეგიის დაწერაზე არ არის საუბარი, მე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია, თუმცა ნებისმიერ დონეზე კავშირი კერძო სექტორთან , რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზოგადად სტრატეგია ყოველთვის არ არის ცოცხალი დოკუმენტი და თუ რამე ახალი ინციატივა ან ახალი იდეა გაჩნდება ამ შემთხვევაში კერძო სექტორში, ჩვენ ამ იდეებს და ინიციატივებს, რა თქმა უნდა, სამოქმედო სტრატეგიებში გავითვალისწინებთ და მათთან აქტიურ მუშაობას ყველა დონეზე აქტიურად გავაგრძელებთ. კერძო სექტორთან შეხვედრები არა მარტო ტურიზმის, არამედ ეკონომიკას ავითარებს. ნებისმიერი სფეროს განვითარება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია.
-ერთ-ერთი ტურისტული კომპანია წუხდა, რომ საერთაშორისო გამოფენების სიაში არის რუსეთი და არ არის მაგალითად, ამერიკა, თქვენ ამბობთ, რომ კერძო სექტორთან შეთანხმებით ადგენთ ქვეყნების სიას?
-რუსეთი დღესდღეობით საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით მესამე ადგილზეა და პირველ პოზიციაზეა იმ ტურისტების მიმართულებით, რომლებიც 24 საათზე მეტი ხანი ჩერდებიან საქართველოში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღონ რუსეთიდან კონკრეტული კომპანიების თუ ორგანიზაციებისთვის საკმაოდ დიდია და შესაბამისად, გამოფენების მიმართაც ინტერესი მაღალია. იმ ტურისტული გამოფენების რაოდენობა შეზღუდულია, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ. ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად ყველა ქვეყანაში ვერ ჩავალთ. რადგან არჩევანი შეზღუდულია, სია იმის მიხედვით შედგა, სადაც მეტი ინტერესი გამოვლინდა.
-2018 წლის ბიუჯეტი აჩვენებს, რომ Check in Georgia გრძელდება, იდენტიფიცირებული თუ გაქვთ ის ხარვეზები, რომელიც პროექტს ახლდა თან და რის გამოსწორებას გეგმავთ?
-პროექტი Check in Georgia სრულდება და წლის ბოლოს სრული ინფორმაცია გვექნება როგორ ჩაიარა მან, რის შემდეგაც შევძლებთ დეტალური ანალიზის გაკეთებას. ზოგადად პროექტი კარგია და იგი სხვადასხვა ქვეყანაშია ადაპტირებული, რომ საერთაშორისო ღონისძიებების საშუალებით ქვეყნის იმიჯი და ინტერესი გაიზარდოს და ეს ყველაფერი იმისთვის იქნას გამოყენებული, რომ საქართველო უფრო აქტუალურად იყოს წარდგენილი, როგორ საიმიჯო, ასევე ტურისტული შეთავაზების ნაწილში.
-ტურიზმის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია Check in Georgia-ს პროექტზე?
-ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. შევაფასებთ პროექტის ავკარგიანობას და ყველა იმ საშუალებას და მოსაზრებას გამოვიყენებთ, რომელიც კერძო სექტორს შეიძლება გააჩნდეს იმისთვის, რომ 2018 წელს პროექტი კიდევ უფრო საინტერესო იყოს. ეს არ არის ჩვენი გამოგონილი ველოსიპედი, მსგავსი ტიპის პროგრამები სხვადასხვა ქვეყნებშიც ხორციელდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ტურისტების რაოდენობა დიდია.
www.bm.ge