გურჯაანში მდებარე მუხის კასრების მწარმოებელი კომპანია „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ თბილისში ღვინის ლაბორატორიას გახსნის, - ინფორმაციას Knews-ი ავრცელებს.
კომპანიის დირექტორის თქმით, ღვინის ახალი ლაბორატორია საწარმოს ახალი მიმართულება იქნება.
მისი თქმით, მეღვინეებს ბევრი კითხვები აქვთ კასრებტან დაკავშირებით და დახმარებისთვის კომპანიას ხშირად მიმართავენ. სწორედ ამ საჭიროებდან გამომდინარე გადაწყდა ლაბორატორიის გახსნა.
„ლაბორატორიაში ღვინის ხარისხისა და ორგანოლეპტიკური თვისებების განსაზღვრასთან ერთად, მეღვინეებს სასწავლო სემინარებს შევთავაზებთ, სადაც ისინი მუხის კასრების გამოყენების სპეციფიკას და მასში ღვინის დავარგების ტექნოლოგიებს გაეცნობიან. კომპანიამ ამ მიზნით მთელი რიგი კვლევები ჩაატარა. დაწერილია პროექტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ პროგარამაში ,,აწარმოე საქართველოში“ წარვადგენთ. პროექტის ღირებულება 200 ათასი ლარია'',- ციტირებს სააგენტო ვასილ კალანდაძეს.
www.travelingeorgia.ge