ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
MY WAY AIRLINES რაგბის გულშემატკივრებს შეღავათიან ტარიფებს შესთავაზებს
25 იანვარი, 2019

ქართული ავიაკომპანია My Way Airlines რაგბის გულშემატკივრებს შეღავათიან ტარიფებს შესთავაზებს,- ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის ხელმძღვანელმა იგორ აფციაურმა განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ რაგბის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რის შედეგადაც ავიაკომპანია სპორტსმენების ოფიციალური გადამყვანი ხდება.

როგორც აფციაური აცხადებს, ხელშეკრულების ფარგლებში ისინი აპირებენ გულშემატკივრებისთვის საინტერესო პაკეტები შეიმუშავონ, რაც გარკვეული ტიპის შეღავათების დაწესებასაც ითვალისწინებს.

ამას გარდა, კომპანიამ ხელშეკრულება ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა და საქართველოს ნაკრების ოფიციალური გადამყვანიც იქნება.

ავიაკომპანია My Way Airlines ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ფრენების დაწყებიდან მალევე, მათ რეგულარული რეისების განხორციელება თითქმის ყველა მიმართულებაზე შეაჩერეს. ამის შესახებ გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი. ავიაკომპანია ფრენების შეჩერების რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, მათ შორის გაყიდვების სისტემის გაუმართავობას, ბაზრის არასწორ კვლევას, რომლის გამოც მათ ვერ გათვალეს რომელ მიმართულებაზე დაფიქსირდებოდა მომხმარებლის მოთხოვნა. მათივე ინფორმაციით, ბაზარზე კონკრეტული ავიაკომპანიების მხრიდან მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ რეგულარულ რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ზაფხულის სეზონისთვის აღადგენენ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.