ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნავენახერვის მღვიმე ტურისტების მისაღებად მზად არის
23 აპრილი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად თერჯოლის რაიონში, ნავენახევის მღვიმე ვიზიტორების მისაღებად მზად არის. ახალი ტურისტული სეზონისთვის აქ უკვე შესაბამისი ინფრატრუქტურა მოწყობილია. 

პროექტის ფარგლებში, რომელიც 980 000 ლარით დაფინანსდა, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. გამოყოფილია საგანმანათლებლო სივრცე და მოეწყო ტურისტული ბილიკი.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა.

მღვიმე ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით 80-იან წლებში სარგებლობდა, მოგვიანებით ინფრასტრუქტურა მოიშალა და ტურისტებისთვის დაიკეტა.

ნავენახევის მიდამოები, 320 მეტრია ზღვის დონიდან. ნავენახევთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტი ქუთაისია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.