თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე 60-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების დემონტაჟს და მათ ადგილას 60 ნომრიანი სასტუმროს განთავსებას. შენობა იყოფა ორ ბლოკად, ა ბლოკი, რომელიც გამოდის ნიკოლაძის ქუჩაზე 4 სართულიანია, ხოლო ბ ბლოკი, რომელიც გადის როდენის ქუჩაზე 7 სართულიანია.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი