ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 436,234 საერთაშორისო მოგზაური ეწვია,
03 დეკემბერი, 2015

2015 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 436,234 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8,4 %-ია. 

მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში +3.6%-ით არის გაზრდილი წინა წლის ნოემბერთან შედარებით.


2015 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+2.2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) უკრაინიდან და სომხეთიდან განხორციელდა.


საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 11 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 5,431,723 შეადგინა, ზრდა კი +6.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,123,514 შეადგინა, რაც +1.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. 


ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2014 წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების უპრეცედენტო რაოდენობა საქართველოში და შეადგინა 5, 515, 559 ვიზიტი და სასიხარულოა, რომ წელს 11 თვის მონაცემებით უკვე თითქმის გავუტოლდით ამ ციფრს და 5,431,723 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა საქართველოში (ზრდა მიმდინარე წლის იანვარი-ნოებმერში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებისა +6,9% -ია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). წინ კიდევ ერთი თვე გვაქვს, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არის და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ზამთრის მარკეტინგული კამპანიები, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად პოზიტიური მაჩვენებლით დავასრულებთ 2015 წელს. 


საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.