ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი მოიგო
24 თებერვალი, 2021

GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. ინფორმაციას თავად GITA ავრცელებს. სტარტაპების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
 
*Pevaton - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ევროპულ ბრენდებს (მწარმოებლებს) მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებთან (საცალო მოვაჭრეებთან).

*On-demand delivery management platform DeliverOn - პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

*Bugger Bluggers - პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაში VR-ის ბაზარზე.

*ViDooFood - ინოვაციური კონცეფციის მატარებელი სამზარეულო საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

* Legalle AI - ცენტრალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა, რომელიც 10-ჯერ შეამცირებს სამართლის დარგის სპეციალისტების მიერ მოკვლევაზე დახარჯულ დროს.

* VISION - Blind Environment sensory system - უნივერსალური სენსორული სისტემა უსინათლოთა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის, რომელიც მათ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.

* Cityscape Pro - რევოლუციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს არქიტექტურული და ვიზუალური პროგრამების მომხმარებელთა სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციას.

* Immune-S - ბიოლოგიური იმუნომოდულატორი, რომელიც გამოიყენება, როგორც კიბოს მკურნალობის, ასევე იმუნური სისტემის გააქტიურებისათვის.

* Portal AGRoGEORGIA - სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემა.

* autoElement - პროექტის იდეაა, შექმნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

* Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა.

* Atom Kids - ექსპერიმენტების ნაკრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და შესაბამისი ონლაინ აპლიკაცია.

* Mobile Travel Guide Biliki - ტურისტული მარშრუტების გლობალური სივრცე, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში.

* WebApp - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების აპლიკაცია.

* House of the future - სამშენებლო სისტემა, რომელიც იყენებს ბუნებრივ, განახლებად რესურსებს. ეკომეგობრული, 100%-ით განახლებადი და ყველაზე ჯანსაღი სამშენებლო მასალები.

* PAYZE - სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.

* ultra-fast UV Sterilizer - ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც დაგვიცავს ვირუსების, ბაქტებიებისა და მიკრობებისგან, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების მეშვეობით გადადის.

* OMOFOX - ტვირთების მართვის ციფრული კომპანია.

* Rare Earth Elements and Their Alloys, Nano and Micron Sized Powder Production - ნანო და მიკრონის ზომის მიწის იშვიათი ელემენტების (REE) განვითარება და წარმოება.

*Sweeft KYC - პროექტის მიზანია, ციფრული ონბორდინგის აპლიკაციის შექმნა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.