ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ომალოში 24-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება
01 სექტემბერი, 2017

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან პროგრამას უკვე 29-ე ბენეფიციარი ჰყავს - სოფელ ომალოში, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, 24 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება. 

"აღსანიშნავია, რომ შპს „ნაბადი“ 2 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, საიდანაც ტურისტებსა თუ ადგილობრივ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თუშეთის ბუნება. 24 ნომრიანი სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 16 ადამიანი დასაქმდება, განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი, ამასთანავე, ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელი იქნება თუშეთის სხვადასხვა სოფლების და ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად ტურებისა და ლაშქრობების დაგეგმვა, რომლებიც დაკავშირებული იქნება თუშურ ყოფა-ცხოვრებასთან და ტრადიციებთან, მაგალითად ლუდის მოხარშვა ტრადიციული წესით, ადგილობრივი კერძების მომზადება-დეგუსტაცია, ფოლკლორული საღამოები და სხვა”,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. 

ახალი სასტუმრო 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 550 000 ლარს შეადგენს. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.