ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
22 იანვარი, 2019

პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე იკავებდნენ სივრცეში ადგილს. ფონდში კონკრეტული პირების ვინაობას ვერ ასახელებენ. 

შეგახსენებთ, რომ „პანორამა თბილისი“ ოთხ მიმართულებას აერთიანებს:სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლემეორის მოედანი

„პანორამა თბილისის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მას თანაინვესტირებისფონდი ახორციელებს. 

პროექტის ჯამური ღირებულება 360 მილიონ დოლარსშეადგენს.

თავისუფლების მოედანზე, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილას სასტუმრო Autograph collection დასრულების ეტაპზეა. მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს უდრის. სასტუმროს 220 ლუქს კლასის ნომერი ექნება.

ასევე ცნობილია ისიც, რომ პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს თბილისში საბაგირო აშენდება და მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

ეკოლოგიურად სუფთა, სატრანსპორტო საშუალება სათავეს აიღებს თავისუფლების მოედანთან მდებარე უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“-ის სასტუმროდან, რომელიც შემდგომ უკვე დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის მასშტაბურ პროექტს და ბოლოს თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროსა და გოლფ კლუბს.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

www.commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.