პარლამენტმა ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
დოკუმენტი ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტისა და ტანას აღკვეთილის შექმნისა და მართვის სფეროში ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.
კანონის პროექტით წესრიგდება ტანასა და თეძმის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიული ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. პროექტით, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება.
business-partner.ge