ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზეა
09 იანვარი, 2019

საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 2019 წლის საერთაშორისო რეიტინგში 51-ე ადგილზეა.

ვებგვერდის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.

2018 წელს პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველო 48-ე ადგილზე იყო და ჩვენს თანამოქალაქეებს 112 ქვეყანაში შეეძლოთ მოგზაურობა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ანალოგიურ რეიტინგში საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო 2016 წელს 68-ე ადგილს.

2019 წელს რანგის ლიდერი იაპონიაა. მეორე ადგილი სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა გაიზიარეს. გასული წლის ლიდერი, გერმანია, საფრანგეთთან ერთად, მესამე ადგილზეა: გერმანია და საფრანგეთი მესამეზე.

შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაკარგა პოზიცია და წელს, 2018 წელთან შედარებით, მეხუთედან მეექსვე ადგილზე გადმოინაცვლა.

ipress,ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.