Starring Georgia-ს ფარგლებში „დინამო არენაზე“ 1-ელ ოქტომბერს კონცერტს, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ბრუნო მარსი გამართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.
"15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars-ი, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.
პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა,"-ნათქვამია განცხადებაში.
Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.