სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში 37 სასტუმრო გაიხსნება და ქვეყანაში დამატებით 1133 დამატებითი ოთახი იქნება.
2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ინვესტიციის მოცულობა 108 მლნ ლარს შეადგენს, დამატებით შეიქმნება 1200-ზე მეტი ახალ სამუშაო ადგილი.
სასტუმროები აშენებდება ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან დაემატა. პროგრამა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ სასტუმრო ბიზნესი.
პროგრამის ფარგლებში მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომია ფინანსები და საკონსულტაციო მომსახურება. აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingergia.ge