ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პუბლიკა - ადგილი ყველასთვის
13 სექტემბერი, 2018

არტ ჰაუსის ერთ-ერთი ობიექტი „პუბლიკა“ ახალ-ამერიკული ბარ-ლაუნჯია. სხვა ობიექტებისგან განსხვავებით ის გათვლილია, მილენიალებზე და არამარტო მათზე.

„პუბლიკას“ რამდენიმე დატვირთვა აქვს და სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, თბილისში.

პირველ რიგში გვინდა გამოვყოთ ბურგერები, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში. ნამდვილი ამერიკული, გემრიელი და მადისაღმძვრელი სლაიდერები, რომელის გასინჯვის შემდეგ, სხვაგან წასვლა აღარასდროს მოგინდებათ.

„პუბლიკას“ ბარში  შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსხვავებული და მრავალფეროვანი კოქტეილები და სასმელები.

გარდა ამ ყველაფრისა, „პუბლიკში“ არის ხელოვნების კუთხე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, დახატოს და თავისი ნამუშევარი დაუტოვოს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ შთაგონების საპოვნელად და ახალ-ახალი იდეებით დასატვირთად მოდიან.

„პუბლიკა“ მუშაობს კვირაში სამი დღე და აწყობს ღონისძიებებს, იქნება ეს ჯაზის საღამოები ხუთშაბათობით თუ კლასიკური მუსიკის -, როკ- ან hip-hop საღმოები Public(A) Talks-ის ფარგლებში.

ღონისძიებები იმართება ყველა გემოვნების ადამიანებისთვის და სთავაზობს მათ ალტერნატიულ სივრცეს დროის საუკეთესოდ გასაყვანად.

„პუბლიკა“ ყველა ასაკის, გემოვნებისა თუ ინტერესების მქონე ადამიანებისთვის არის. ის ყოველთვის ღიაა ახალი იდეებისთვის და ექსპერიმენტებისთვის.

რაც შეეხება ინტერიერს, თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. კლასიკური და თანამედროვე ამერიკული სტილი იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაღაც მომენტში შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც, რომ თბილისის ცენტრში იმყოფებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.