ქართულ ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულებას რუმინული ავიაკომპანია Blue Air-ი გეგმავს.
ავიაკომპანია ფრენებს 2019 წლის ზაფხულის სეზონიდან დაიწყებს. მენეჯმენტთან მოლაპარაკებები “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ ბილბაოში აწარმოა, სადაც მხარეები ავიამიმართულებების განვითარების ყოველწლიურ ფორუმს Route Europe 2018-ს ესწრებოდნენ.
როგორც ქეთი ალექსიძე განმარტავს, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებული იყო და Blue Air-ი ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით რეისების დაწყებას განიხილავს. მეტი კონკრეტიკისათვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.
Blue Air-ი ამ დროისთვის წარატებით ასრულებს ჩარტერულ რეისებს.
ავიაკომპანია Blue Air-მა ოპერირება 2004 წელს დაიწყო, თუმცა 2016 წლის მაჩვენებლებით ქვეყნის უმსხვილესი ავიაკომპანიის სტატუსი მოიპოვა. ავიაკომპანია ძირითადად ბუქარესტისა და ტურინის აეროპორტებშია ბაზირებული. 2017 წელს ავიაკომპანია მთლიანობაში 5 მლნ მგზავრს მოემსახურა.