ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ბრენდის ექსპორტიდან საქართველომ 8 თვეში $22 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო
07 სექტემბერი, 2017

მსოფლიოს 20 ქვეყანაში 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდია ექსპორტირებული, მაჩვენებელი გაორმაგებულია (+103%) 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკური მონაცემებით, სულ თანხობრივ მაჩვენებელში ექსპორტირებულია 21,85 მლნ აშშ დოლარის ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ით მეტია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.