საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ბრენდზე მოთხოვნა იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 19%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ბრენდის ექსპორტიდან ქვეყანამ 23,9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 9%-ით არის გაზრდილი.
იანვარ-აგვისტოში ქართული ბრენდი მსოფლიოს 21 ქვეყანაში გაიყიდა.
www.travelingeorgia.ge