ქართული ჭაჭა "ზეარისი" ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ექსპორტზე რუსეთში გავა. ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა რამაზ კრიჭინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქართული პროდუქციის მეზობელ ქვეყანაში გატანა 10-15 დღეში იგეგმება. როგორც რამაზ კრიჭინაშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში ოფისს გახსნიან უკრაინაში, სადაც ასევე დაიწყება პროდუქციის ექსპორტი.
"ზეარისის" ხელმძღვანელის თქმით, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში კომპანიამ მცირე პარტიები გაიტანა, რუსეთში კი უფრო დიდ რაოდენობაზეა საუბარი. მისი განმარტებით, ქართული ჭაჭა მეზობელ ქვეყნებში ბევრად პოპულარულია და მათზე მოთხოვნაც არსებობს.
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მაღალ სეგმენტზე მუშაობს, თვეში დაახლოებით 25 ათასი ბოთლს აწარმოებს.
www.bm.ge