ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინო და კულინარია - პრესტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის
03 სექტემბერი, 2018

ქართული ღვინისა და კულინარიის განსაკუთრებულობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. უცხოელებს ქართული კულინარიის თავისებურებებზე შთაბეჭდილებებს უცხოელი ჟურნალისტები გადაცემებითა და სტატიებით გაუზიარებენ.

სწორედ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს როგორც კულინარიული ტურიზმის მიმართულების წარმოჩინება და თბილისის როგორც ერთ-ერთი წამყვანი Fine Dining ქალაქის პოპულარიზაციას ემსახურება პრესტური, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 13 უცხოელი ჟურნალისტისთვის მოაწყო.

ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას და კახეთის რეგიონს ეწვივნენ.

პრესტურიში მონაწილე 13 ჟურნალისტი ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან თურქეთიდან და ტაილანდიდან იყვნენ.

უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საერთაშორისო მაღალრეიტინგული კულინარიული ჟურნალებისთვის საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.