ქართული ღვინო საშუალება ლონდონში გამართულ ყოველწლიურ ფესტივალ London Wine Fair 2018-ზე წარადგინეს.
კომპანიების Andronikashvili’s Marani და Vitlen Wine” სტენდებმა სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ანდრონიკაშვილების ოჯახის მიერ დამზადებული კახური ორგანული ღვინო, მათ შორის #ქვევრის ღვინო, რომლის ყურძენი ხელით მოკრეფილია სოფელ ახაშენში და სერტიფიცირებულია გერმანიაში. ასევე დააგემოვნეს #ჭაჭა, რომლისგანაც კომპანია საფირმო კოქტეილის რეცეპტსაც სთავაზობს.
კომპანია Vitlen Wine, რომელიც ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს აწარმოებს, სტუმრებს წარმოუდგინა ქართული ღვინის ფართო არჩევანი, მათ შორის ხვანჭკარა, ქინძმარაული, წინანდალი, მუკუზანი, საფერავი და ფიროსმანი.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობდა კომპანია Artisan Cru Marani, რომელიც ფლამფტონის კოლეჯთან თანამშრომლობით, ბრიტანეთში აწარმოებს ევროპული სახეობის ღვინოებს ქვევრში და ხელს უწყობს ბრიტანეთში ქვევრის ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ლონდონში ყოველწლიური ღვინის ფესტივალს სამი დღის განმავლობაში კომპლექსი Olympia London მასპინძლობდა.
www.travelingeorgia.ge