ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ყველი აღიარებისა და ეკონომიკური სარგებლის მოლოდინში
06 ივლისი, 2017

საქართველო მსოფლიოს €50 მლრდ-იან ბაზარს ადგილწარმოშობის ყველითაც უერთდება.

რძის პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ახალი სქემის შემუშავებაში EBRD-ი და FAO ჩაერთნენ.

მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების მასშტაბურ პროექტში ყველა რგოლი მონაწილეობს კერძო, საერთაშორისო, არასამთავრობო  სექტორი,  ხელისუფლება.

გეოგრაფიული აღნიშვნებით, ადგილობრივი  და საექსპორტო ბაზრის  პოზიტიურ ბიძგებზე მოლოდინების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ლევან დავითაშვილმა  კონფერენციაზე ისაუბრა. მცირე  მწარმოებლებისთვის პრემიუმ ფასის დაწესების ახალ შესაძლებლობაზეც აღნიშნა. მომხარებლის ნდობის ამაღლებასა და უვნებლობის გარანტიაზე.

შესაბამისი ეკონომიკური სარგებლის მიღებას სანდო კონტროლის არარსებობა აფერხებს. საჭიროა ცნობადობის ამაღლება, რამაც კამპანიური ხასიათი უნდა მიიღოს და რასაც  საკანონმდებლო უზრუნველყოფაც სჭირდება.

ამ დროისთვის  საქპატენტს  გეოგრაფიული აღნიშვნით რამდენიმე პროდუქტი აქვს დარეგისტრირებული, მათ შორის ჩოგი ( თუშეთის საზაფხულო საძოვრებიდან მიღებული  ცხვრის რძით ამოყვანილი ყველი >6.8% ცხიმიანობით);  მაწონი/Matsoni/ Мацони (გეოგრაფიული არალი- საქართველოს ტერიტორია);  ტენილი (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტი); დამბალხაჭო (დოს მოგროვება და ყველის დამზადება მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, ფშავისა და თიანეთის მხარეში); სულგუნი ( ნედლეული – ძროხის, კამეჩის, თხის რძე ან მათი ნარევი. გადამუშავება და წარმოება  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე)…

ამ დროისთვის გეოგრაფიული აღნიშვნით სვანური და მეგრული სულგუნი, ასევე ყველის სხვა სახეობები, სულ 13 -ია დარეგისტრირებული, +1 მაწონი.  თუმცა გამოყენების უფლებით სარგებლობს მხოლოდ 1 პროდუქტი – სულგუნი და იყენებს მხოლოდ 1 კომპანია  – „სანტე“, რომელმაც მე-2 ვადით  1-წლიანი  უფლება დღეს მიიღო.

ადგილობრივ ბაზარზე უფლების გარეშეც შესაძლებლია ოპერირება, თუმცა ამ სტანდარტით მწარმოებელი მეტი ნდობით სარგებლობს და შესაბამისად მისი პროდუქტიც მეტად კონკურენტუნარიანია.

სწორედ საქართველოს ბაზრის სტანდარტიზაციას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც ინდუსტრია,  დარგის ადმინისტრატორის, ლიცენზირების და საერთაშორისო ინსტიტუტებთან კონსულტაციის რეჟიმში მუშაობს.

სანტე, მწარმოებლებში გამონაკლისი გარკვეულწილად საექსპორტო მიმართულების გამო აღმოჩნდა.  ყველის ექსპორტი შარშან გადაწყვიტა  და ადგილწარმოშობის უფლება დასჭირდა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.