ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართველებისთვის კარგი შანსია, ცივი ზამთარი სანაპიროზე და მზის ქვეშ გაატარონ – ანდრაშ რადო Wizz Air Abu Dhabi-ს მიერ აბუ დაბი-ქუთაისის რეისების დაწყებაზე
24 სექტემბერი, 2021

ქართველებისთვის კარგი შანსია, ცივი ზამთარი სანაპიროზე და მზის ქვეშ გაატარონ, – ასე აფასებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო საქართველოში Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Abu Dhabi-ს შემოსვლას. 

Wizz Air Abu Dhabi საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 16 დეკემბრიდან შეუდგება და რეისებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. 

“მოხარულები ვართ, დავაანონსოთ აბუ დაბის მიმართულებით ფრენების დაწყება 16 დეკემბრიდან. ვფიქრობთ, ეს ძალიან საინტერესო ქალაქი და ქვეყანაა. გვინდა ქართველ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, ეს მიმართულებაც სიამოვნებით აირჩიოს და გაერთონ დიდხნიანი ლოქდაუნებისა და ჩაკეტვების შემდეგ, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყო. ქართველებისთვის კარგი შანსია, ცივი ზამთარი სანაპიროზე და მზის ქვეშ გაატარონ. ასევე, საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, აქ არაერთხელ ვარ ნამყოფი გასულ წლებში და ნამდვილად არის ის მიმართულება, სადაც წასვლა ღირს. ამიტომ ასევე გვინდოდა მიგვეცა შესაძლებლობა საამროებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და ვსაუბრობ არამხოლოდ ადგილობრივებზე, არამედ უცხოელებზე, რომლებიც მრავლად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, რომ პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.