ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან ტაქსის მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
16 აგვისტო, 2018

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ტაქსებით მომსახურებაზე დაინტერესებულ პირებს იწვევენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის დოკუმენტის თანახმად, გაერთიანება მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას გასცემს.

ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია ქუთაისის აეროპორტის მგზავრების მომსახურებით და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

მოთხოვნის თანახმად, მგზავრების მომსახურების უფლების გადაცემა უნდა განხორციელდეს სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე გაერთიანებას განაცხადით 2018 წლის 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.