ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება. აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 44%-ით გაიზარდა და 72210 მგზავრს მიაღწია (2017 წლის აგვისტო 50094 მგზავრი).
აგვისტოში აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15%-ით მეტია (2017 წლის აგვისტო 213 რეისი).
2018 წლის 8 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 382325 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35 %-ით მეტია. (2017 წლის 8 თვე – 283355 მგზავრი).
www.travelingeorgia.ge