ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი თითქმის 80%-ით გაიზარდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით 324 677 მგზავრია გადაყვანილი, ეს იმ ფონზე როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტმა 182 588 მგზავრი მიიღო.
შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 77,82%-ით არის გაზრდილი. 2017 წლის 9 თვის მონაცემები კი 122%-ით მეტია 2015 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით.