ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას სამშენებლო კომპანია GDG Group გაზაფხულიდან დაიწყებს.
კომპანიის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროექტი მშენებლობის დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება. ადგილზე 100-ნომარიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და ინვესტიციის სახით 3 მილიონი დოლარი ჩაიდება. სასტუმრო დაკავშირებული იქნება აეროპორტთან და პოტენციურ მგზავრებს მათი ფრენის, რეგისტრაციისა და სხვა სიახლეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ბიზნესმენი სასტუმროს აშენებს ვანშიც. ამ შემთხვევაში დასასვენებელი სახლი 25-ნომრიანი იქნება.
კიდევ ერთი პროექტის ამუშავება, რაც ვანში კომპოზიტური მინის საწარმოს გახსნას გულისხმობს, იანვარში იგეგმება. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ძირითად ნედლეულს ჩინეთიდან იანვარში ელოდება და საწარმოც მომავალი წლიდან ამუშავდება.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი