“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივნისის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა.
გადაყვანილ მგზავრყა რაოდენობა რეკორდულია და 63,679 მგზავრს აღწევს (2017 წლის ივნისი 41, 133 მგზავრი). გაზრდილია რეისების რაოდენობაც და 231 რეისს შეადგენს, 2017 წლის ივნისთან შედარებით 41 %-ით მეტი (2017 წლის ივნისი 164 რეისი). 2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 234 743 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 %-ით მეტია. (2017 წლის 6 თვე - 183 632 მგზავრი).
www.travelingeorgia.ge