ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც დეკემბერში საქართველოში არ შემოუშვეს – ლიდერია ირანი
14 იანვარი, 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოში ირანის 753 მოქალაქე არ შემოუშვეს და ამ მხრივ, ირანი ლიდერია. 

აღსანიშნავია, რომ ჯამში, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამურის რესპუბლიკის 3,098 მოქალაქეს ეთქვა უარი. 

გარდა ამისა, დეკემბერში ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ინდოეთის – 433 და თურქეთის 218 მოქალაქეს. 

ხუთეულშია მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, შესაბამისად, 213 და 101 უარით. 

რაც შეეხება ჩრდილოელ მეზობელს, დეკემბერში საქართველოში რუსეთის 55 მოქალაქე არ შემოუშვეს. 

საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ის, კანადის, გერმანიის, პოლონეთის, საუდის არაბეთის და ა.შ. თითო-თითო მოქალაქეს. 

ჯამში, დეკემბერში საქართველოში უცხო ქვეყნის 2,055 მოქალაქე არ შემოუშვეს.

ავტორი: თელარა გელანტია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.