ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეყნის რეკლამაზე 16,3 მილიონი დაიხარჯება
26 დეკემბერი, 2017

2018 წელს საქართველოს სარეკლამო კამპანიებზე დაახლოებით 16,309 000 ლარი დაიხარჯება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის და ზამთრის სარეკლამო კამპანიები ჩატარდება შემდეგ ქვეყნებში: სპარსეთის ყურის ქვეყნები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, იტალია, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. 

ამასთან, დაგეგმილია 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც საშუალოდ 3 685 000 ლარია გათვალისწინებული. 

უცხოურ ტელეარხებზე საქართველოს სარეკლამო კამპანიებისთვის კი 2 500 000 ლარია გათვალისწინებული.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.