ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ასაკის ვიზიტორები სტუმრობენ საქართველოს?
15 თებერვალი, 2019

2018 წელს საქართველოში 5.8 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ვიზიტორებს შორის 28% იყო 15-დან 30-წლამდე ასაკის ადამიანი, 24%-ს შეადგენდნენ 51-დან 70-წლამდე ასაკის პირები. 

ყველაზე ცოტა საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან – 2%-ს შეადგენდნენ 71 წელს გადაცილებული პირები. 

ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.7 პროცენტს შეადგენდა. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.