ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა პრობლემას უქმნის საპენსიო რეფორმა ტურიზმის სექტორს? – „ბევრი სისულელე წერია“
18 იანვარი, 2019

“სი ბი სი ჯორჯიას” დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ BM.GE-თან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები ექმნება.

მისი თქმით, ბევრი „სულელური დეტალია“ გაწერილი, რის შესრულებასაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

საბა კიკნაძის განმარტებით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია არსებულ საკითხში სექტორს ეთანხმება და ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს მიაწვდის.
„დამსაქმებლებს გვევალება, გადავუხადოთ ხელფასის 2%, ვინც ახლოს, ოფისშია დასაქმებული, შედარებით მარტივია მათი დაფარვა, მაგრამ ისეა გაწერილი, რომ თუ სადმე რამე ვჭამეთ, ვიცხოვრეთ, ნაღდი ფულით გადავიხადეთ, 15 ლარზე ზემოთ 5 ლარიც კი, ადამიანის შემოსავალი ხდება, აქედანაც საპენსიო რეფორმას უნდა მოხმარდეს თანხა.

უამრავი დეტალია, კატასტროფული, მხოლოდ ამის ადმინისტრირებას სჭირდება ცალკე კომპანია.

შეხვედრაზე, სადაც დარგის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შევხვდით, დავაყენეთ ეს საკითხი, მინისტრი დაგვეთანხმა და თქვა, რომ ინფორმაციას მიაწვდის ფინანსთა სამინისტროს.

ბევრი სისულელე წერია, ეს არის პოსტ-საბჭოთა ეჭვიანი სოციალისტური სისტემა. ახლა ისევ უნდა გავაგრძელოთ დაბეგვრა, თან გავარჩიოთ რომელი ეკუთვნის საპენსიოს, ვერ წარმოიდგენთ რა შრომატევადი სისულელეა.

ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა ამან ადმინისტრირება, სულ იმას ვიძახდით, რომ ცოტა გადასახადები გვქონდა და ახლა ასე ასე აღარაა“, – განაცხადა საბა კიკნაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.