2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 7.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 37.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 21.8%-ით გაიზარდა და 1 082.7 ლარი შეადგინა.
გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი მოცულობა საკვებსა და სასმელზე მოდის, რაც 2 266.9 მლნ ლარს შეადგენს. ამ კატეგორიის წილი მთლიან ხარჯში 28.6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალო ხარჯი ვიზიტზე 307.6 ლარია; რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, ესენია: განთავსებაზე – 1 854.5 მლნ ლარი, მთლიანი ხარჯის 23.4%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 248.5 ლარი;
გართობა – 1 434.7 მლნ ლარი, მთლიანი ხარჯის 18.1%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე 194.8 ლარი;
საყიდლები – 1 074.1 მლნ ლარი, წილი მთლიან ხარჯში – 13.6%, საშუალო ხარჯი – 150.7 ლარი;
ადგილობრივი ტრანსპორტი – 560.8 მლნ ლარი, წილი მთლიან ხარჯში 7.1%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 77.4 ლარი;
ხანგრძლივი მოხმარების საგნები – 499.8 მლნ ლარი, წილი მთლიან ხარჯში – 6.3%,საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 71.7 ლარი;
ძვირფასი ნივთები – 37.8 მლნ ლარი, წილი მთლიან ხარჯში – 0.5%, საშუალო ხარჯი ვიზიტზე – 5.8 ლარი.
სხვადასვხა სახის ხარჯმა 188.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ხარჯის 2.4%-ს შეადგენს, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 26.2 ლარია.
commersant.ge