ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ არ ღირს ინვესტიციის ჩადება მინი ოტელში?
02 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ბაზარი ძალიან გაჯერდა სასტუმროებით. რის მაჩვენებელია ეს? რა არის მიზეზი ინვესტიციის? რა მოლოდინები აქვთ ინვესტორებს?

დიდი ხანია ამ ბიზნესში ვარ და არამარტო გვერდიდან ვაკვირდები, არამედ შიგნიდან ვიცი რა პრობლემების წინაშე დგას ეს ბიზნესი.

1.   კადრები

ყველა ჩემი კოლეგა, პროფესიონალი ჰოტელიერი დამეთანხმება, რომ დიდი პრობლემაა ნორმალური  კადრი. ბევრი ვინც წაიკითხავს ამ სტატიას შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს, მაგრამ კეთილსინდისიერი და მოტივირებული ადამიანის პოვნა სამწუხაროდ ძნელია. მითუმეტეს ისეთის ვისაც შეტკივა გული იმ სამსახურზე სადაც მუშაობს. ბევრი იტყვის არ უხდით შესაბამისად და რასაც უხდით იმისას მუშაობსო, მაგრამ მოდით ერთი წუთით დამსაქმებლის ტყავიდან გადმოვიხედოთ. მე თუ მითანხმდები იმ ხელფასზე, რასაც გთავაზობ ე.ი გაწყობს და თუ მე დავინახავ შენს დამოკიდებულებას სამუშაოსადმი იქნებ გაგიზარდო წასახალისებლად ხელფასი? და მერწმუნეთ, ასეთი კადრის დაკარგვა არც ერთ დამსაქმებელს არ სურს.

2.     სასტუმრო კონცეფცია

უამრავი ახალი სასტუმრო გაიხსნა. არ მინდა აქ რომელიმე მოვიყვანო მაგალითად. ბევრ ასეთ სასტუმროში რომ შეხვალთ, ნამდვილად შესაშური ინტერიერი აქვს. ეტყობა რომ ხარისხზე არ დაუნანია თანხები ინვესტორს, მაგრამ იმედგაცრუებული და გაკვირვებულია რომ ის შემოსავალი არ არის რაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მეტსაც გეტყვით მიახლოებითაც არ არის იმ თანხებთან. რატომ? ძალიან ადვილია ამაზე პასუხის გაცემა. ააშენეს გამართეს და საერთოთ არ უფიქრიათ შეფუთვაზე, კონცეფციაზე და კადრზე. თითო ნომერი სადღაც 10-15 ათასი ევრო უზით და ამის გამოც შესაბამისი ტარიფი აქვთ გამოცხადებული. ხოლო რა სერვისი უნდა მოყვებოდეს ამ ტარიფს საერთოდ არ უფიქრიათ.

3.   მინი ოტელები

ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ რეკომენდაციის გაწევის დროს, ყოველთვის ვეუბნები ინვესტორებს არ ააშენოთ პატარა სასტუმრო 10-15 ნომრიანი. ეს ინვესტიცია არ გაამართლებს. რატომ? მარტივად გეტყვით.  ხარჯი 10-15 ნომრიანი სასტუმროსი და 25 ნომრიანის თითქმის ტოლია. ძალიან მცირე სხვაობაა ხოლო შემოსავალში დიდ განსხვავებას იძლევა. რაც მეტად დიდია სასტუმრო მით მეტი ლავირების საშუალებაა. მაგ. რამდენიმე ჯგუფის ერთად მიღების , დიდი ზომის ჯგუფის განთავსების და ა.შ.

და თუ ინვესტორი  ფიქრობს კაპიტალდაბანდებას პატარა სასტუმროში, რომელსაც საოჯახო ტიპის იქნება ( აქ ვგულისხმობ თვითონ მართოს). მაშინ გამართლებულია და შემოსავალიც უფრო მაღალია, რადგან ამ შემთხვევაში თვითონ აკონტროლებს მომსახურებას და ხარისხს.

განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ინვესტიცია ჩადოს  პატარა სასტუმროში, საიდანაც პასიური შემოსავალი ექნება, ფრთხილად იყვნენ და კარგად აწონ-დაწონონ . სასტუმრო ბიზნესი იაფი არ არის და მომავალში გასაყიდადაც უფრო გაუძნელდებათ.

ნინო ოსიტაშვილი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.