ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეგიონებში 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი აშენდება
09 თებერვალი, 2018

ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ასეთი ობიექტი შენდება ვანში. ახალი ცენტრი სრულ შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით.  სასწრაფო დახმარების ცენტრი ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.

მარტიდან ვანის მოსახლეობას ახალი ცენტრი მოემსახურება. ისევე როგორც, ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ვანშიც სასწრაფო დახმარების შენობა არ არსებობდა.  

სამედიცინო პერსონალს,  წლების განმავლობაში ძველ საავადმყოფოს  ერთ ოთახში უწევდა ყოფნა.  

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.