საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 8 მარტიდან, 31 მარტის ჩათვლით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები:
https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g