ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტ ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება
21 დეკემბერი, 2017

მთავრობა ქვეყანაში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე აცხადებს და რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტ ქსელის მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყებს.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომავალი წლიდან მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას. ამბობს, რომ ამ მიმართულებებში კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი.

საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ცალკე პროგრამაა „ინტერნეტი განვითარებისთვის,“ რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება.

2018 წელს ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაიწყება. ინტერნეტიზაციის პროგრამა შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს.

მაგისტრალური მონაკვეთები მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქსელის უწყვეტობისა და რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით შეირჩა.

ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკური ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ადგილობრივი ქსელების განვითარებაში, ხოლო ორივე ერთობლივად - მოსახლეობის მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისებზე წვდომას.

რაც შეეხება პროგრამას „ინტერნეტი განვითარებისთვის,“ ის უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ და საინფორმაციო სივრცეში და ასევე მათ ტრენინგებს, რათა უზრუნველყონ ამ პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება. გარდა ამისა, რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.