ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რეგიონებში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები იხსნება
12 ოქტომბერი, 2017

Galt&Taggart-ი საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელის.

საინვესტიციო ბანკი უკვე გახსნილ და დაანონსებულ მშენებლობებზე თავმოყრილ ინფორმაციას ავრცელებს.

აჭარა ჯგუფი გეგმავს 100-ოთახიანი Rooms Hotel-ის გახსნას კოხტა-მიტარბიზე, ბაკურიანთან მდებარე სამთო კურორტზე, რომელიც ვიზიტორებისთვის წინა სეზონზე გაიხსნა.

ბათუმსა და საგარეჯოში დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით, Rooms-ის ბრენდის სასტუმროების რაოდენობა საქართველოში შესაძლებელია 5-მდე გაიზარდოს 2019 წლისთვის.

კახეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებს – Radisson Blu წინანდალში და Golden Tulip თელავში – დაემატა 85-ოთახიანი Holiday Inn, რომლის გახსნაც 2018 წელს იგეგმება თელავში.

მოსალოდნელია საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის ზრდა ქუთაისშიც. თემურ ჭყონიამ დააანონსა 5-ვარსკვლავიანი, დაახლოებით 100-ოთახიანი Courtyard Marriott-ის გახსნა 2019 წლისთვის. აღნიშნული სასტუმრო იქნება მეორე საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო ქუთაისში, 2017 წლის დასაწყისში გახსნილი Best Western-ის შემდეგ.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.