რესტორან „ქალაქის“ ორიგინალური პრეზენტაცია „ქალაქის ამბების“ Top ამბავი გახდა.
რესტორან „ქალაქის“ ორიგინალური პრეზენტაცია „ქალაქის ამბების“ Top ამბავი გახდა. უზადო მასპინძლობით მოხიბლული სტუმრების შთაბეჭდილებები კი ვერის უბანს გასცდა და მონპარნასსაც მიწვდა. რესტორნის თეატრალიზებული გახსნის ცერემონიამ მთელი ქალაქი აალაპარაკა.
„ეს დღე საქართველოსთვის, კერძოდ კი თბილისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ პირველად გაიხსნა ფრანგული რესტორანი. ეს ძალიან კარგი იდეაა და ვფიქრობს ქალაქის ცხოვრებაში თავის წვლილს შეიტანს“, - მთავარმა მასპინძელმა, საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ, თანამემამულეებს თავად წარუდგინა, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი ნიკოლა იზნარი და აღმასრულებელი შეფი დევიდ ტავერნიე. მათი მომზადებული ფუშეტი, ბაროკოს სტილი, პარიზული შარმი, თბილისური ეზო, უჩვეულო ჰარმონიაში იყო.
„ქალაქი ქალაქში - ეს არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც შენთვის საოცრად ორგანული ხდება. შთაბეჭდილებებით ივსები, ემოციებით იტვირთები, მაგრამ არ იღლები. მისი ბრწყინვალება -ბროლის ჭაღი, ლოჟა, მარმარილოს მოაჯირიანი აივანი, არ გიქმნის იმ განცდას, რომ ეს სილამაზე მხოლოდ უნდა ნახო, შეაფასო და წახვიდე. არა, დახვწილია, თითქოს მიუწვდომელი, მაგრამ ამასთან ერთად შენი ქალაქის, შენი ქვეყნის, კულტურის, ისტორიის ნაწილი“, - ნუგზარ რუხაძე საპრეზენტაციო შოუს ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, ქალაქის ხმა, სმოკინგში გამოწყობილი, ბერნანდ შოუს პერსონაჟს ჰგავდა,თუმცა ტროსტის გარეშე . მთვარის მბჟუტავი შუქით ჩაბნელებულ ქალაქში ხელოვნური მზის კაშკაშის ფონზე გამოჩნდა, აივანზე, ქალაქის მთავარი საათის მარჯვნივ.
რესტორან ქალაქის ინტერიერი XIX საუკუნის თბილისის არქიტექტურას იმეორებს. ის ყველასგან განსხვავებული და ამავდროულად საოცრადმ შობლიურია. რესტორან ქალაქს აქვს ის მაგია, რომელიც შემორჩა ძველ თბილისს და ასე გვიზიდავს ევროპულ ქალაქებში.
„ქალაქი“ - პირველი რესტორანია საქართველოში მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფის შექმნილი მენიუთი, რომელიც მისაღები ფასების გამო ყველასთვის ხელმისავდომია.
ის ქალაქის სრული ატრიბუტიკით მთელის მშვენიერებით არის წარმოდგენილი. აქვს ბიბლიოთეკა, სამენოვანი გამოცემებით, სადაც სტუმარი მისთვის საინტერესო წიგნის კითხვით შეიქცევს თავს. მე-2სართულზეა, განსაკუთრებულ სიმყუდროვეს წიგნებით სავსე თაროები და ვენეციური შუშის ჭაღები ქმნის.
ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა - ლოჟა ქალაქში,რომლის ბალკონიდან (ასე უფრო ფრანგულად ჟღერს), რესტორნის მთლიანი ხედიიშლება.
ყველაზე მზიანი ადგილი რესტორანში არის ტერასა. მზით განათებული ხელოვნური ცა გაზაფხულის თბილი ამინდის განცდას ქმნის.ქართველებს დიდი წვეულებების გამართვას უყვართ. ამისთვის ყველაზე დახვეწილი ადგილია რესტორანი ქალაქი. კამერული გარემოს მოყვარულებისთვის კი იზოლირებული სივრცეა - ქალაქის აპარტამენტი.
სტუმართა აზრი გაყოფილია, რესტორნის ყველაზე საყვარელი ადგილი ბრინჯაოს დარბაზია თუ თბილისური ეზო, რომელიც ევროპული ქალაქების მოედნებს გაგონებს.მე ეზოს ვირჩევ, ზეიმის ეპიცენტრს. სტუმრების მოსვლაც არ გამოგეპარება. მუსიკოსებთანაც უფრო ახლოს ხარ. მიმიკას უფრო კარგად ხედავ, იმ ღიმილსაც ჯაზურ კომპოზიციებს რომ ახლავს.
www.travelingeorgia.ge