რესტორანი VINOTEL-ი კიდევ ერთი კონკურსის გამარჯვებულია. საერთაშორისო კონკურს World luxury Restaurant Award-ში რესტორანმა ორ ნომინაციაში მიაღწია წარმატებას და ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე რესტორანმა „საუკეთესო ღვინის რესტორანი“ და “საუკეთესო ტრადიციული რესტორანი ევროპაში“ სტატუსი მოიპოვა.
კონკურსი რთული იყო, საერთაშორისო ჟიურის საუკეთესონი 40 ქვეყნის 100-ზე მეტი ფინალისტიდან უნდა შეერჩია.
საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად შერჩევა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რესტორნის შესამოწმებლად ჟიური „იდუმალ მომხმარებელს“ აგზავნის, რომელიც რესტორნის საქმიანობას – კერძის მომზადებიდან დაწყებული, სერვირება-მიწოდებითა და მომხმარებლის გაცილებით დამთავრებული აკვირდება, ყველა დეტალი ყურადღების ცენტრშია. არც ეს არის დასასრული, დაჯილდოებაში საბოლოო გამარჯვებულები ერთ თვიანი ხმის მიცემის პროცედურის შემდგომ ვლინდება.
VINOTEL-ისთვის საერთაშორისო კონკურსებში წარმატებები უცხო არ არის. ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში, შვეიცარიაში ქალაქ სეინტ მორისში VINOTEL-ი „საუკეთესო ლუქს ტიპის პატარა სასტუმრო“-დ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპაში. ეს კი ქართული სასტუმრო ბრენდის პირველი წარმატება იყო საერთაშორისო ასპარეზზე.
ამ პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებამდე კი საერთაშორისო სამოგზაურო საიტებზე რესტორანმა მოგზაურთა მაღალი შეფასება მიიღო და 2016 წელს Booking.com-მა VINOTEL-ს რეგიონში უმაღლესი შეფასება 9.2 მიანიჭა, 2017 წელს მსოფლიოში უმსხვილესმა სამოგზაურო საიტ TripAdvisor-მა, VINOTEL-ის სასტუმრო და რესტორანი მოგზაურთა არჩევნად დაასახელა.
რესტორნის მენეჯმენტი მუდმივად ფიქრობს თითოეულ მომხმარებლსა და მის კმაყოფილებაზე და ყოველთვის განსხვავებულ, განსაკუთრებულ მომსახურეობას სთავაზობს. VINOTEL–ის კონცეფცია უნიკალურია და დამყარებულია საქართველოში ღვინის წარმოების ისტორიაზე. აქ ყოველთვის ღვინის გამორჩეული არჩევანი აქვთ - კოლექცია მრავალფეროვანია და ორიენტირებულია მცირე მარნებზე.
სასტუმრო VINOTEL-ი, ელენე ახვლედიანის აღმართზე, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. VINOTEL-ი მოიცავს სასტუმროს უნიკალურ ნომრებს, რესტორანს ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, ისტორიულ მარანს სადეგუსტაციო სივრცით და ექსკლუზიური, ნატურალური ღვინოების კოლექციით იმ მცირე მარნებიდან, რომლებმაც ქართული ღვინო მსოფლიოს გააცნეს.
VINOTEL-ის დიზაინი უნიკალურია. სასტუმროს ინტერიერს ძველებური, დახვეწილი ავეჯი ამშვენებს. უშპალერო, ხელით დამუშავებული კედლები, აგურის შეულესავი თაღები, ხალიჩები და ფარდაგები, ხელით მოხატული ჭერი, საგანგებოდ დაცული არქეოლოგიური ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები, ქვისა და ხის ჰარმონიული მონაცვლეობა - ეს ყველაფერი VINOTEL– ში პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, ან პირვანდელის ზუსტი ასლია.
„როგორიცაა თბილისი, ისეთია VINOTEL-იც, სადაც ზოგან ცოტა აზიაა და ბევრი ევროპა, ზოგან პირიქით, “აბრეშუმის გზის” აქცენტით ჩინური კუთხეცაა. უმთავრესი კი ისაა, რომ როცა უყურებ ჩინურს, აზიურს თუ ევროპულს, იცი, საქართველოში ხარ“, – ამ სიტყვებით ახსნა რესტორნის წარმატება VINOTEL-ის მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც World luxury Restaurant Award-ის დაჯილდოებაზე იყო მიწვეული ქალაქ ბელფასტში.
VINOTEL - შენი სახლი საქართველოში!
VINOTEL Facebook - https://www.facebook.com/VinotelHotelTbilisi/
World Luxury Restaurant Awards - https://www.facebook.com/worldluxuryrestaurantawards/
Award Ceremony - https://www.youtube.com/watch?v=zaAnarBT5_8&feature=youtu.be
www.travelingeorgia.ge