რესტორნებისა და კაფეების მენიუში თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ფლაერი გამოჩნდება.
როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე განმარტავს, ფლაერების მენიუში განთავსება საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. მისი თქმით, ალიანსს სურს, თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 1 მაისამდე) საზოგადოების ცნობიერებისა და ცნობადობის ამაღლებას შეუწყოს ხელი.
ფლაერები ქვეყნის მთავარი ქალაქების რესტორნებისა და კაფეების მენიუში იქნება ჩადებული.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გარკვეული მუხლები 1 მაისიდან შევა ძალაში. ეს უპირველესად სამასპინძლო ბიზნესსა (კაფე-რესტორნებში) და დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას გულისხმობს.
BPI.GE