რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა. საბაგირო მგზავრებს უკვე დღეიდან მოემსახურება.
სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მწარმოებელი კომპანიის „ლეიტნერის“ სპეციალისტებთან ერთად აწარმოა.
რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობა ერთი მიმართულებით 2,5 ლარია.
www.travelingeorgia.ge