ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ზაფხულში გამოცხადდება
07 ივნისი, 2018

საქართველოში მიმდინარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პროექტების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად დასრულდება.

მისივე თქმით, ზაფხულში გამოცხადდება ტენდერები რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე.

მინისტრის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს სეხვდა. კომპანია საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და  ფოთის ხიდის პროექტების შესახებ.

Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს.  კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის – ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel – მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.