ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რიყე-ნარიყალას საბაგირო მგზავრებს 30 აპრილამდე ვერ მოემსახურება
16 აპრილი, 2018

რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა დღეიდან 30 აპრილამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით,  ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია "ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებენ.

კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.