ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რიყე-ნარიყალას საბაგირო დროებით იხურება
08 ნოემბერი, 2017

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, საბაგირო მგზავრებს 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე ვერ მოემსახურება. 

"ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ. გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით"- ნათქვამია განცხადებაში. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.