ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რკინიგზა სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს
22 თებერვალი, 2018

კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ სტუდენტური ფასდაკლების პროგრამის შეფერხებაზე აცხადებს.

„საქართველოს რკინიგზა“ მონაწილეობს სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, თუმცა ჩვენი კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, აღნიშნულ სერვისს შეექმნა შეფერხება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იქვე მითითებულია, რომ ხარვეზი უახლოეს საათებში გამოსწორდება, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პერიოდში მოუწიათ ბილეთის მთლიანი ღირებულების გადახდა სრულად აუნაზღაურდებათ საშეღავათო თანხა (ბილეთის ღირებულების 50%-ი). ამისათვის კი სტუდენტებმა წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს რკინიგზის ფილიალმგზავრთა გადაყვანას, წარადგინონ პირადობის მოწმობა და შეძენილი ბილეთის ასლი.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ GOEURO -ს მონაცამებით, საქართველოს რკინიგზა სარკინიგზო მომსახურების სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რაც მათივე თქმით, ადასტურებს კომპანიის მზაობას შევქმნათ კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისები. „სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუდმივადაა ჩართული სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში და მომავალშიც აპირებს ხსენებული ინიციატივის ფინანსურ მხარდაჭერას.“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.